კომპეტენტური და საკუთარ თავზე უკვე 12 წლიანი სტაჟის მქონე კანადის მოქალაქის და როგორც კონსულტანტის ირაკლი ლომაიას ზუსტი რჩევა, თუ რა გზებით და როგორ არის შესაძლებელი კანადაში ჩამოსვლა. ნებისმიერი სახის სააპლიკაციო ფორმის მომზადება და მიგრაციისთვის მოთხოვნილი დოკუმენტების შედგენა. რეკომენდაციები ზუსტად და თქვენზე მორგებით. საკონსულოს მიერ მოთხოვნილი ყველა სტანდარტის მაქსიმალური დაცვა, დაკვალიანება, სავიზო დეპრატამენტისთვის მყარი სამოტივაციო წერილის მომზადება, კანადიდან პერსონალური გარანტირებული მოწვევა, სასპონსორო პაკეტების შეკვრა, განხილვა, რეკომენდაცია. სუპერ ვიზა, სამუშაო ვიზა, ქორწინებასთან დაკავშირებული აპლიკაციების შექმნა, მოქალაქეობის აქტის შექმნის აპლიკაციების შევსება. მუდმივი რეზიდენტის სტატუსის მიღების აპლიკაციის შევსება. კანადაში თავშესაფრის მიღება და ოჯახების შეერთების ფედერალურ კანონთა მუხლზე დაყრდნობით განხილვა და თქვენზე მორგებით აპლიკაციების შედგენა. ლტოლვილად ჩაბარება, არატრადიციული ორინეტაციის, რელიგიური და ეთნიკური კუთხით მყარი ქეისების შედგენა და კანადის საგანგებო მიგრაციის დეპარტამენტსა თუ საკონსულო დეპარტამენტში გადაგზავნა.
ჩვენი ძირითადი ღირებულებები და სახელმძღვანელო პრინციპები სწორედ, რომ Ჩვენი განვლილი გამოცდილებიდან მიღებული ხედვაა, რომელიც გვეხმარება სწორ გზაზე დავაყენით ყველა ახალად ჩამოსული ემიგრანტი. ჩვენ თქვენთან ერთად წარმოვიდგენთ მომავალს, სადაც ყველანი ვიზრდებით და ვითარდებით ახალ ქვეყანაში. ჩვენ ვსწავლობთ ერთმანეთისგან და მხარს ვუჭერთ თქვენს ინტეგრირებას უცხო ქვეყანაში. ჩვენი მიზანია ერთად ვაშენოთ საუკეთესო მომავალი ჩვენი და თქვენი მომავლის მყარი პერსპექტივის გარანტით. ჩვენ ვაკავშირებთ ადამიანებს ერთმანეთთან და ოჯახებს საზოგადოებებთან, სადაც თქვენ ჩამოდიხართ და იწყებთ ახალ და პერსპექტიულ ცხოვრებას. ჩვენ ვმუშაობთ მიზანმიმართულად.
ჩვენ ვართ გადამწყვეტი, და ამბიციური გუნდი. ჩვენ მზად ვართ შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი თქვენს ცხოვრებაში, რათა თითოეულმა ჩვენმა აპლიკანტმა შეცვალოს თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ, რომ მერე მათ შეძლონ სხვების დახმარება.
ჩვენ ვამყარებთ გრძელვადიან ურთიერთობებს თქვენთან და მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს თქვენი ცხოვრების განვითარებაში. ჩვენ ვისწრაფვით გაუმჯობესებისკენ.
ჩვენ ვცდილობთ უწყვეტი სწავლისა და ურთიერთ ზრდისკენ. ჩვენ ვეძებთ ახალ იდეებს თქვენთვის მეტი შესაძლებლობების შესაქმნელად და გამზადებთ უცხო ქვეყანაში ახალი გამოწვევებისთვის, რომ მარტივად და უმტკივნეულოდ შეძლოთ ემიგრაცია.
ჩვენ ვმუშაობთ თქვენი კუთვნილებას მოსაპოვებლად. ჩვენ თითოეულ თქვენთაგანს განურჩევლად სქესისა, კანის ფერისა, რელიგიურობისა, ორიენტაციისა თუ ეთნიკური წარმომავლობისა, ყველას თანაგრძნობით, სიყვარულითა და პატივისცემით ვეგებებით. ჩვენი გუნდი მუშაობს გამოცდილი და კომპეტენტური მენეჯერებისა და მენტორების დახმარებით, რომ უფრო მისასალმებელი და ინკლუზიური გავხადოთ თქვენთან კომუნიკაცია.
ჩვენ მივიღებთ თქვენგან ნებისმიერ მრავალფეროვნებას. მოდით ზუსტად ისეთი როგორც ხართ, რამეთუ ჩვენ ვმუშაობთ იმ ბარიერების დასანგრევად, რომლებიც აფერხებენ თქვენს ცხოვრებას.
დაიწყეთ დღეს ახალი ცხოვრება და ზუსტად ისე იცხოვრეთ როგორც ეს თქვენს ლამაზ სულს კვებავს და თქვენს გულს უხარია!.
მოიპოვეთ სამართლიანობა და იმ კუთვნილების შეგრძება რომელიც თქვენია.
პატ. VIP Canada დამფუძნებელი, კონსულტანტი.
ირაკლი ლომაია