V I P C A N A D A

კანადის ვიზა

img კანადის ვიზა მსოფლიოში ერთერთი რთულად მოსაპოვებელი სტატუსია, სწორედ იქიდან გამომდინარე რომ მთავრობის გამჭვირვალობის, სამოქალაქო თავისუფლებების, ცხოვრების მაღალი ხარისხის, ეკონომიკური თავისუფლების, განათლების მაღალი დონის, გენდერული თანასწორობის, საჯარო სერვისების მომსახურეობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მდგრადობის საერთაშორისო მაჩვენებლებში კანადა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებადი ქვეყანაა, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში 7 ჯერ მოხვდა მსოფლიო კვლევის რეიტინგებში, სადაც დასახელებულ იქნა, როგორც ყველაზე უსაფრთხო და ჰუმანური ქვეყანა მსოფლიოში. ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მარტივად არ უმტკიცებს საკონსულო ვიზას.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აპლიკანტს ბევრი სირთულეების გადალახვა უწევს, კანადის ვიზის მიღება ნამდვილად რეალურია და შესაძლებელია. აღსანიშნავია, რომ კანადის სავიზო განაცხადი მოითხოვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროცესის შესრულებას. პირველ რიგში, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ თუ რომელი ტიპის ვიზა გჭირდებათ, რაშიც სწორედ გჭირდებათ გამოცდილი და კომპეტენტური კონსულტანტის რჩევა, რამეთუ სწორედ ამ კონკრეტულ შემთხვევას შეუძლია გადაწყვიტოს თქვენი ''ბედი'' გაიცემა თუ არა კანადის ვიზა.
img ხშირად აპლიკანტები უცოდინრობის გამო არასწორად ავსებენ ფორმებს და რადიკალურად არამიზნობრივი მოთხოვნებით ელოდებიან ვიზის მიღებას, რაც იმთავითვე დიდი შეცდომაა, რომელიც მერე მუდმივად უშლით ხელს ახალი პროცესების დაწყებაში. აღსანიშნავი და გასათვალიწინებელია, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აპლიკანტის ბექრაუნდს და მასზე დაყრდნობით შექმნილ სწორად და მიზნობრივ სრულყოფილ ქეის, რომელიც იძლევა იმის შანს, რომ გახდეთ კანადის ვიზის მფლობელი.

ვიზის ყველაზე გავრცელებული ტიპია - დროებითი რეზიდენტის ვიზა, რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდებს დარჩეს კანადაში ექვს თვემდე ვადით. ასევე, მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომ ყველა მოთხოვნას კანადის ვიზაზე განაცხადის გაკეთებამდე, (პერსონალური ქეისის აწყობა, დოკუმენტების დამუშავება, თარგმნა, დადასტურება და სხვა) შეიძლება რამდენიმე კვირა ან თვეებიც კი დასჭირდეს. თუ თქვენ ელოდებით, რომ კანადის ვიზას ერთ თვეში მიიღებთ, სამწუხაროდ ცდებით და ჩვენი საკონსულტაციო კომპანია ვერ შეძლებს თქვენს დახმარებას.

ყურადღება!
VIP CANADA - ის საკონსულტაციო კომპანიის ოფიციალურ ფასიან გუნდში, ავტორიზაცია არ იძლევა გარანტიას, რომ თქვენ აუცილებლად კანადის ვიზას ან მიგრაციის საპილოტე რომელიმე ფედერალურ ან პროვინცილულ პროგრამებზე დადებით პასუხს მიღებთ, რამეთუ ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ კონსულის შეხედულებაზე, რაზეც მესამე პირს არ აქვს უფლება ჩაერიოს ამ პროცესში, მაგრამ ჩვენი კონსულტაციით თქვენ სწორად მოახდენთ დოკუმენტების მომზადებას, როგორც საკონსულოსთვის ასევე მუდმივი მიგრაციის დეპარტამენტისთვის, რათა სრულად მოხდეს თქვენი არსებული მდგომარეობის და შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რაც ვიზისა და სხვა სტატუსის მიღების ალბათობას ცალსახად გაზრდის.
იმისათვის, რომ გაიგოთ აკმაყოფილებთ თუ არა მინიმალურ კრიტერიუმებს, რომ შევძლოთ თქვენი დახმარება, გთხოვთ გაიარეთ ონლაინ კონსულტაცია ჩვენი კომპანიის ინსტაგრამ გვერდზე. @vipcanad

პატ. VIP Canada გუნდი
UP